17 ივნისი 2019,   16:04
ვრცლად
მოსახლეობისთვის უცნობი მინისტრები - მიხეილ ბატიაშვილის თქმით, NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს

მოსახლეობისთვის უცნობი მინისტრები - NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, ლევან დავითაშვილი, ივანე მაჭავარიანი, მაია ცქიტიშვილი, მიხეილ ბატიაშვილი და დავით ზალკალიანი მთავრობის ის წევრები არიან, რომელთა შესახებ მოქალაქეებს არაფერი სმენიათ.

„ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გამოეხმაურა. მიხეილ ბატიაშვილი, რომლის შესახებაც გამოკითხულთა უმრავლესობას არაფერი სმენია, ამბობს, რომ კვლევების გასაჯაროების შემდეგ ბევრი შეკითხვა იკვეთება. მინისტრის თქმით, მთავარია იმ რეფორმების განხორციელება, რომელსაც მთავრობა გეგმავს.

„ამ კვლევების მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ხოლმე, როგორც ყოველთვის. ამიტომ ამ მონაცემებზე საუბარი და რაღაც ლოგიკური დასკვნების გაკეთება ყოველთვის რთულია ხოლმე. ყველაზე მთავარი ჩვენთვის, რაც არის, იმ რეფორმების განხორციელება, რომელსაც ვგეგმავთ და ეს გადადგმული ნაბიჯები, რომელიც უკავშირდება პედაგოგების პირობების გაუმჯობესებას და გარწმუნებთ, არანაირ ჩემს პირად რეიტინგს,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები