18 აპრილი 2024,   05:27
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა - 16 წლის გოგომ 8 თვის შვილი ლოგინში გაგუდა, სახლიდან ოქროს ნივთები მოიპარა და გაიქცა 

მკვლელობა, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა - 8 თვის ჩვილი საწოლში სავარაუდოდ საკუთარმა დედამ მოკლა. მკვდარი ბავშვი მამამ  შუაღამეს ლოგინში იპოვა. პირველი, რაც მიხეილ დვალიშვილმა გააკეთა მეუღლის ძებნა დაიწყო, არასრუწლოვანი გოგონა სახლში არ იმყოფებოდა, ამიტომ ოჯახმა იფიქრა, რომ მოზარდ გოგოს ბავშვი შემოაკვდა, რის გამოც თავი მოიკლა. ჩვილის 16 წლის დედის ძებნა ღამითვე დაიწყეს და მომხდარი პოლიციას შეატყობინეს.

არასრულწლოვანი დედა პოლიციამ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა. ის სასტუმროში მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა.  ბრალდებულის ქმრის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რძალმა მას შემდეგ, რაც შვილი მოკლა სახლიდან ოქრო და ფული მოიპარა და ისე მიიმალა.

ბრალდებულის დედა ამბობს, რომ 8 თვის შვილი ქმარზე და დედაზე შურისძიების გამო მოკლა. მეტ ინფორმაციას მოკლული ბავშვის ოჯახში არ ფლობენ, თუმცა იციან რომ არასრულწლოვან გოგოს კონფლიქტი ჰქონდა ქმართანაც, რადგან შვილის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ის უცნობს მობილური ტელეფონით მესიჯებს უგზავნიდა, რაც ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის მიზეზი გახდა.

ბრალდებულ არასრულწლოვან გოგოს გუშინ მისი ინტერესების დამცველიც შეხვდა. ადვოკატს პოზიციის დაფიქსირება არ სურს, სანამ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფიციალურად არ წარუდგენენ.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 17 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

16 წლის გოგონას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები