25 აპრილი 2024,   08:27
ვრცლად
რუსული აგრესია საქართველოში, ოკუპაცია, სანქციები რუსეთს - კონგრესში "საქართველოს მხარდამჭერი აქტი" განიხილეს

"საქართველოს მხარდამჭერი აქტი" - შეერთებული შტატების კონგრესში, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე ეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

სიტყვით გამოსვლისას კონგრესმენებმა რუსულ აგრესიასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე ისაუბრეს. კონგრესში აცხადებენ, რომ კანონპროექტი დაეხმარება საქართველოს გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს.

„2008 წელს რუსეთის ჯარები შეიჭრნენ საქართველოში, დაიკავეს მისი ტერიტორიის თითქმის ერთი მესამედი და ამ დრომდე ოკუპირებული აქვთ ეს რეგიონები. საქარველოს მხარდამჭერი აქტი დაეხმარება ჩვენს მეგობრებს საქართველოში მოიგერიონ რუსეთის მიმდინარე აგრესია, მათი თავდაცვითი ძალებისა და კიბერუსაფრთხოების გაძლიერებით, ასევე რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებით. მიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსი დამნაშავეებისთვის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის. ეს არის ყოვლისმომცველი კანონპროექტი, რომელიც გაუგზავნის მესიჯს კრემლს, რომ ჩვენ ყოველთვის ვიდგებით საქართველო გვერდით მისი ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების დაცვაში,”- განაცხადა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა.

დღის ამბები