19 აპრილი 2024,   04:24
ვრცლად
ტერეზა მეიმ შესაძლოა, თანამდებობა ხვალ დატოვოს

ტერეზა მეიმ შესაძლოა, თანამდებობა ხვალ დატოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ  “Times”-ი  ავრცელებს. გავლენიანი ბრიტანული გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი პრემიერ-მინისტრსა და მისი კაბინეტის წევრებს შორის ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე არსებული უთანხმოებაა.

ბრიტანული პრესა ელოდება, რომ განცხადებას გადადგომის შესახებ ტერეზა მეი 24 მაისს, პარტიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს. “ბრექსიტის” გამო თანამდებობა დატოვა ასევე ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატის ლიდერმა. ანდრეა ლიდსომის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში პოსტის შენარჩუნების უფლება არც ტერეზა მეის აქვს.

დღის ამბები