25 აგვისტო 2019,   03:16
ვრცლად
6 გარდაცვლილი და 250-ზე მეტი დაკავებული - ინდონეზიაში მასშტაბური პროტესტი გრძელდება

ინდონეზიაში საპროტესტო აქციები გრძელდება. უკვე მეორე დღეა ქუჩაში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. გამოსვლები კვლავ პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ჯაკარატში მომიტინგეებმა სამართალდამცველების მიერ აღმართული მავთულხლართების გარღვევა და არჩევნებზე დაკვირვების სამმართველოს შენობაში შეჭრა სცადეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ბოლო 2 დღის განმავლობაში ინდონეზიის დედაქალაქში მიმდინარე შეტაკებებს უკვე 6 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციამ 250-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

დღის ამბები