18 ივნისი 2019,   07:48
ვრცლად
ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმე - რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძე სასამართლოში მივიდა

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი სახელმწიფო აუდიტორის, ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმის განხილვა იწყება. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძე სასამართლოში მივიდა. მან ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. საქმის მასალებით, ოთარ ფარცხალაძე გენერალური აუდიტორს თავს დაესხა და რესტორან "ელ ცენტროში" ფიზიკურად გაუსწორდა. 

შემთხვევა 2017 წლის 13 მაისს რესტორან"ელ ცენტროში" მოხდა. იმდროინდელი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. ლაშა თორდია ამტკიცებდა, რომ ფარცხალაძის მხრიდან მის მიმართ აგრესია გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კონტროლის პალატას ჰქონდა გარკვეული დასკვნები ფარცხალაძის საქმინობასთან დაკავშირებით. სწორედ ამ დოკუმენტების გაწვევას ითხოვდა უკან ოთარ ფარცხალაძე.

საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყება. თავად დაზარალებული თორდიას გამოკითხვა სავარაუდოდ skype-ით მოხდება.  

თავად ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიასთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს. მას ამ საქმეზე 5000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

ამავე საქმეზე ასევე ბრალდებულია ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელი, რომელიც არსებული ინფორმაციი, ინციდენტის დროს ოთარ ფარცხალაძესთან ერთად იმყოფებოდა. 

დღის ამბები