18 ივნისი 2019,   07:48
ვრცლად
გლდანში ერთ ღამეში მაღაზია „ორი ნაბიჯი“ გაქურდეს, შემდეგ კი იქ ხანძარი გაჩნდა

გლდანში „ორი ნაბიჯის“ ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სავარაუდოდ, დამნაშავეებმა მაღაზიიდან პროდუქტები მოიპარეს.

Image may contain: one or more peopleგამთენისას კი „ორი ნაბიჯის“  ამავე ფილიალში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა ქურდობა ცეცხლის გაჩენას.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს 177-ე - ქურდობის მუხლით და ასევე 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

 

დღის ამბები