23 აპრილი 2024,   16:40
ვრცლად
იყო გარკვეული ხარვეზები, რომლებიც ნებისმიერ არჩევნებს ახლავს თან - მამუკა ბახტაძე შუალედურ არჩევნებს აფასებს

საქართველოს პრემიერი საარჩევნო გარემოთი კმაყოფილია. მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ შუალედური არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა. 

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარდა კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში. თავისუფალი არჩევანი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით,“ - განაცხადა ბახტაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმ დარღვევების ფონზე, როგორიცაა დაპირისპირება, ზეწოლა, პირადობების ჩამორთმევა, მოსყიდვა, დაკავება ჟურნალისტის, დაშინება, ფიქრობს თუ არა პრემიერი, რომ არჩევნები მართლაც იდეალური იყო, ამაზე პასუხად კი ბახტაძემ აღნიშნა, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.

„იყო გარკვეული ხარვეზები, რომლებიც ნებისმიერ არჩევნებს ახლავს თან და თუ ეს ხარვეზები მოითხოვს მეტ ჩარევას ან საგამოძიებო პროცედურების დაწყებას, ჩვენ ამაზე უკან არასდროს არ დაგვიხევია და არც არასდროს დავიხევთ. კანონი არის ყველასთვის,“ - განაცხადა ბახტაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები