19 აპრილი 2024,   13:51
ვრცლად
პრობლემები, რომელსაც ბანკები სასამართლოში აწყდებიან - საბანკო ასოციაციის წარმომადგენლები იუსტიციის საბჭოს წევრებს ხვდებიან

საბანკო ასოციაციის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდებიან. სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებულ შეხვედრაზე მთავარი თემა ის პირობებია, რომლებსაც ბანკები სასამართლოში აწყდებიან.

საბანკო ასოციაციის წევრები მთავარ გამოწვევად სასამართლო სისტემის გადატვირთულობას ასახელებენ.

„საკითხები რომლებსაც წარმოადგენენ საბანკო ასოციაციის წევრი ბანკები საკმაოდ მრავალრიცხოვანია. მათ შორის შეიძლება აღნიშნოს ყველაზე მეტად საკითხი ეხება სასამართლოს გადატვირთულობას, იმას რომ დროში იწელება პროცესები. ასევე დროში გაწელვასთან დაკავშირებით დგას არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხიც რომელიც შედარებით ნაკლებ დროს მოითხოვს თუცა ესეც პრობლემატურია,“-განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა. 

დღის ამბები