24 ივნისი 2019,   22:44
ვრცლად
მნიშვნელოვანი
„ქართული ოცნების“ ამბოხებული დეპუტატები პარტიებს ქმნიან და ივანიშვილის შეცვლას აანონსებენ

ახალი პოლიტიკური რეალობა - „ქართული ოცნების“ ამბოხებული დეპუტატები პარტიებს ქმნიან. ეკა ბესელიამ და დავით ჭიჭინაძემ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური მომავალი აირჩიეს და საკუთარი გუნდის ჩამოყალიბების შესახებ ღიად განაცხადეს.

ახალი პოლიტიკური პარტიით ბესელია ბიძინა ივანიშვილის შეცვლას აანონსებს. პარტიას „ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი ივნისში დააფუძნებს. კურიერმა გაარკვია სახელიც - პარტიას სამართლიანობისთვის ერქმევა. ბესელიასთან ერთად ახალ პოლიტიკურ ფრონტზე ბრძოლაში შედიან გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი. პარტიის წევრების სია გრძელია, თუმცა მას ჯერ საიდუმლოდ ინახავენ,

„კურიერის“ ინფორმაციით, ამბოხებულების პარტიას მათ რიგებში გიორგი კვირიკაშვილის ხილვაც სურთ. ისინი ყოფილი პრემიერისგან პასუხს ელოდებიან.

ვინ დააფინანსებს ბესელიას პარტიას - მთავარი კითხვაა, თავად „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ დაფინანსებას სთხოვს ყველა ბიზნესმენს ბიძინა ივანიშვილის გარდა.

უკვე ცნობილია, რომ დავით მაღრაძე და მისი "დაიცავი საქართველო" ეკა ბესელიას პარტიაში არ იქნებიან და ისინი თანამოაზრეებს მხარდაჭერას საზოგადოებრივი მოძრაობიდან გაუწევენ. დაიცავი საქართველო საზოგადოებრივი მოძრაობად დარჩება და ის პოლიტიკურ პარტიად არ გადაკეთდება.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძე კი ამბობს, რომ ის პარტიას „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან ერთად აფუძნებს. ეკა ბესელიას ახალ პარტიასთან თანამშრომლობას გეგმავს.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატების პარტიები ივნისში ოფიციალურად დაფუძნდება.

დღის ამბები