25 აგვისტო 2019,   03:17
ვრცლად
საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეები შვედეთისთვის მასშტაბურ პრობლემად იქცა

საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეები შვედეთისთვის მასშტაბურ პრობლემად იქცა. ქვეყნის საემიგრაციო სამსახურში იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი ითხოვს თავშესაფარს, საქართველო მეორე ადგილზეა, თუმცა კიდევ უფრო დიდ საფრთხეს ქვეყნისთვის მათი დიდი ნაწილის კრიმინალური საქმიანობა ქმნის.

შვედური მედია იუწყება, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, ვინც მათი კანონმდებლობით გასამართლდა. მსჯავრდებულთ რაოდენობა ამ პერიოდში გასამმაგდა და 2018 წელს 252-ს მიაღწია.

შვედი ჟურნალისტი ყვება, რომ საქართველოს უკვე 2 წელია აქვს უფლება, უვიზო მიმოსვლით ისარგებლოს ევროპასთან, მაგრამ მოქალაქეები, რომლებიც ლტოლვილის სტატუსს ითხოვენ ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოსთვის პრობლემაა.

საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ საკითის აცნობიერებს და ამ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატში მუშაობის გარდა, კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ თბილისში ცოტა ხნის ჩამოიტანა.

შვედეთში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ ტელევიზიების საღამოს ეთერებში კრიმინალში ჩართული ქართველების შესახებ მომზადებული სიუჟეტები არა მარტო უვიზო მიმოსვლას, არამედ საზღვარგარეთ ლეგალურად მცხოვრები ქართველების იმიჯსაც ურტყამს.

დღის ამბები