19 აპრილი 2024,   13:25
ვრცლად
"ოცნებამ" რეკორდი მოხსნა: გასულ წელს 9 ათასზე მეტ ადამიანს ფარულად უსმენდნენ - IDFI

2018 წელს ხელისუფლებამ ფარული მოსმენების რეკორდი მოხსნა. ფარულად გასულ წელს 9 ათასზე მეტ ადამიანს უსმენდნენ. ბოლო სამი წლის განმავლობაში მიყურადების ოფიციალურად რეგისტრირებული შემთხვევები თითქმის, ოთხჯერ გაიზარდა.

ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ფარული მოსმენების შესახებ სპეცსამსახურების მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების 98%-ს მოსამართლეები აკმაყოფილებენ.

2015 წელს სასამართლოს საგამოძიებო უწყებებიდან ფარული მოსმენა-მიყურადების მიზნით მიმართეს 2719-ჯერ, 2018 წელს კი 9606-ჯერ. აღნიშნული მოთხოვნების 97 პროცენტი კი მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ამას გარდა, სატელეფონო მიყურადების მონაცემები IDFI-ს ცალკე აქვს გამოკვლეული. 2018 წელს წინა წელთან შედარებით, თითქმის, ორჯერ არის გაზრდილი სატელეფონო მიყურადებაზე სასამართლოში განხილული და დაკმაყოფილებული შუამდგომლობები - 93 პროცენტი დააკმაყოფილა მოსამართლემ.

თუ რა ტიპის დანაშაულზე ითხოვენ საგამოძიებო უწყებები ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე თანხმობას, ამასთან დაკავშირებით IDFI-ის თანახმად, მოყვანილია რამდენიმე ტიპის დანაშაული, მათ შორის, თაღლითობა, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, ქრთამის აღება და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება.

2018 წელს წინა წელთან შედარებით 17-ჯერ არის გაზრდილი ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის დანაშაულთან დაკავშირებით სასამართლოში განხილული შუამდგომლობები.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის თქმით, აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ სასამართლო მარტივად გასცემს ამ შუამდგომლობებს.

„საკმაოდ გაზრდილი არის ფარული საგამოძიებო მოქმედებები 2015 წლიდან. კერძოდ, თუ 2015 წელს ჩვენ გვქონდა 2700 ფარული საგამოძიებო მოქმედება განხორციელებული, 2018 წელს ეს საკმაოდ გაზრდილი არის და წარმოადგენს 9600-ს ანუ ზრდა საკმაოდ საგრძნობი არის. ამ სტატისტიკაში განსაკუთრებით აღსანიშნავი არის სატელეფონო მიყურადების სტატისტიკა... ეს სტატისტიკაც საკმაოდ გაზრდილი არის ბოლო წლების განმავლობაში და ასევე, მნიშვნელოვანი არის, რომ გაზრდილი არის სასამართლოში ფარული მიყურადების დაკმაყოფილება,“ - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

დღის ამბები