19 აპრილი 2024,   20:05
ვრცლად
2014 წლიდან რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5-დან 27 პროცენტამდე გაიზარდა - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევა

ბოლო 5 წლის განმავლობაში, ნავთობის მსოფლიო ფასი 48 პროცენტით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, საწვავი საქართველოში არ გაიაფებულა. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"  ანალიტიკოსები ამბობენ, მიზეზი ლარის 53 პროცენტით გაუფასურება და საწვავზე აქციზის გადასახადის გაზრდაა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ 2014-2018 წლის ტენდენციები შეისწავლა და დაასკვნა, რომ საწვავის ხარისხის კონტროლი გაუმჯობესდა, ბაზარზე კონკურენცია კი გაიზარდა. კვლევის თანახმად, საწვავის მთავარ იმპორტიორ ქვეყნებად რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი არიან. 2014 წლიდან რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5-დან 27 პროცენტამდე გაიზარდა.

"შემაშფოთებელია, რომ რუსეთიდან წილი იზრდება ძალიან სწრაფად ჩვენ უნდა ვცდილობდეთ,რომ ქვეყანა ნაკლებად იყოს დამოკიდებული, მით უმეტეს სტრატეგიულ პროდუქტებში და არ უნდა სარგებლობდეს ქართული ბაზრით რუსული კომპანიები და რუსული მხარე.

ასევე მნიშვნელოვანი იყო ფასის ცვლილებაზე გავლენა, რადგან ლარის კურსია ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც აქვს გავლენა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ფასი შემცირებულია და შეიძლება კიდევ შემცირდეს, თუ ლარის კურსის გაუფასურება შენარჩუნდება საცალო ქსელში ბენზინი გაძვირდება. ეს შეიძლება შეაკავოს მთავრობა, რომ ვთქვათ აქციზის ფასი შეამციროს, მაგრამ ვნახეთ, რომ საკმაოდ შეამცირებს ეს საბიუჯეტო შემოსავლებს, თან ასეთი ლარის გაუფასურების პირობებშიო მაინც არ იქნება იმის დაზღვევა,რომ საბოლოო ჯამში ბენზინი გაიაფდება,“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი ბესიკ ნამჩავაძე.

დღის ამბები