18 აპრილი 2024,   14:09
ვრცლად
37 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 4 ათასის ნაცლად - ოპოზიცია თბილისის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

თბილისის მერიამ „არქი ჯგუფის“ პარტნიორ კომპანია “არკო“-ს 4 ათასი კვადრატული მიწის სანაცვლოდ, რომელიც სატყეო ზონაში მდებარეობს, 37 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ავრცელებს და დამადასტურებელ დოკუმენტაციას ასაჯაროებს.

ლევან ხაბეიშვილმა მერიის მხრიდან აღებულ 12 მილიონიან ვალზეც ისაუბრა, რომელიც მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კერძო ბანკებისგან აიღო.

Image result for ლევან ხაბეიშვილი

„ჩვენ წარმოვადგენთ დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს, რომ კახი კალაძემ დამატებით მოითხოვა 2 მილიონი ლარი კერძო ბანკებისგან იმისთვის, რომ გზა დააგოს. მოსახლეობამ კარგად რომ გაიგოს, ფაქტობრივად, შევარდნაძის დროსაც არ იღებდნენ ვალს იმისთვის, რომ გზა დაეგოთ. 4 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთში მერია აძლევს კონკრეტულ პიროვნებას 37 ათას კვადრატულ მეტ მიწის ნაკვეთს. ამ 4 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე ადევს, დღესაც ახალი გენერალური გეგმით სატყეო ზონა. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა არის კორუფციული გარიგება. ვინც ამაზე ხელს აუწევს ამის მონაწილე იქნება. ამ კომპანიის უკან, გაგეცინებათ და ნახავთ, კონტაქტებს არქი ჯგუფთან, ეს არის ის არქი და წულაია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია კალაძესთან,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ უპასუხა. მათი განმარტებით მერიამ ეს ვალი 2 თვის წინ აიღო, მიწების მონაცვლეობა კი ახალი გენგეგმის საფუძველზე მიმდინარეობს.

Image result for ბექა დავითულიანი„ოპოზიცია, ყველა ოლქში წაგების მერე იმდენად შოკშია და იმდენად ვერ ინელებს, რომ უკვე აღარ იცის, რას ლაპარაკობს. ამაზე გადაწყვეტილება საკრედიტო ხაზის დამტკიცებაზე მერიისთვის ჩვენ მივიღეთ დიდი ხნის წინ... სადაც არ შეიძლება იმ ადამიანებს ვეუბნებით, მოდით მეგობრებო დავსხდეთ, გაგიცვლით ისეთ ადგილას, სადაც შენება შეძლება, რომ თქვენი უფლებები არ დავარღვიოთ,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა.

დღის ამბები