25 აპრილი 2024,   09:07
ვრცლად
საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი. საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მინისტრი დღეს დილით ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. დავით ზალკალიანმა შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ დიდ მნიშვნელობას და იმ როლს, რომელსაც ჩინეთი ანიჭებს ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენს ურთიერთობებში პრობლემები არ არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო თავის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებში შექმნის უფრო ხელსაყრელ გარემოს, რაც ხელს შეუწყობს მის განვითარებას. ეს ვიზიტი დაგვეხმარება კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა. ვიზიტი დაგვეხმარება შევისწავლოთ ახალი შესაძლებლობები, როგორ შეიძლება განვავითაროთ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა,“ - აცხადებს ვან ი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ასევე საქართველოს პრეზინდეტ სალომე ზურაბიშვილს. მას მიიღებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც.

დღის ამბები