ჰოლანდიაში, ევროპარლამენტის არჩევნებში „ლეიბორისტებმა“ გაიმარჯვეს. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ევროკომისარ ფრანს ტიმერმანსის პარტიას ამომრჩეველთა 18% მიემხრო.
ქვეყნის მოქმედი პრემიერის მარკ რუტეს კონსერვატორებმა და ულტრა მემარჯვენე ძალებმა კი ხმების თანაბარი რაოდენობა -11 პროცენტი მოაგროვეს.
ევროპარლამენტის არჩევნები ჰოლანდიის გარდა დიდ ბრიტანეთშიც ჩატარდა. ინგლისში 73, შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში კი თითო-თითო ევროპარლამენტარი უნდა აირჩიონ.
არჩევნები, რომელიც ჯერ მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და ჰოლანდიაში ჩატარდა, ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში მომდევნო სამი დღე გაგრძელდება. საბოლოო შედეგები კვირას ღამის 22 საათზე გახდება.