18 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
პარიზის ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიებს რიანას ბუტიკი შეემატა

პარიზის ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიებს რიანას ბუტიკი შეემატა. პოპვარსკვლავმა საკუთარი ბრენდი დაარსა, რომელსაც Fenty უწოდა.

სახელწოდება მომღერლის გვარის იდენტურია. რიანას ბრენდი მოიცავს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ხაზებს, ფეხსაცმელებს, კოსმეტიკას, სუნამოებს და აქსესუარებსაც.

პირველ ეტაპზე, რიანას კოლექცია ლიმიტირებული რაოდენობით გაიყიდება, ბაზრის ათვისების შემდეგ კი მომღერლის დიზაინის ნამუშევრები სერიულ წარმოებაში ჩაეშვება. ეს იყო ბრენდის მფლობელის მთავარი პირობა.

31 წლის მომღერალმა პროექტზე ისეთ კორპორაციასთან ითანამშრომლა, რომელიც ლუი ვიტონის და სხვა დიზაინერულ ბრენდებს ფლობს.

პირველ მომხმარებელს Fenty-ის მაღაზია დღეიდან უმასპინძლებს, ონლაინ მაღაზია კი 29 მაისიდან ამუშავდება.

დღის ამბები