19 აპრილი 2024,   08:27
ვრცლად
აშშ-ში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

შეერთებულ შტატებში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. აქედან 4 ადამიანი მისურიში დაიღუპა, სადაც მეტეოროლოგებმა 29 ტორნადო დააფიქსირეს.

სამაშველო ოპერაციის დროს მაშველებმა მოხუცი ცოლ-ქმრის ცხედრები აღმოაჩინეს. ისინი ქარბორბალამ ქუჩიდან გაიტაცა.

შუა ხნის ქალი კი საკუთარ მანქანაში დაიღუპა, როდესაც მის ავტომობილს წაქცეული ხე დაეცა.

მაშველები მსხვერპლის გაზრდას არ გამორიცხავენ და საბოლოო მონაცემებს ოპერაციის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებენ. ცნობილია, რომ საავადმყოფოებში 20 დაშავებულს მკურნალობენ.

სტიქიამ ოკლაჰომა და აიოვაც დააზარალა. გარდაცვლილების ოჯახებს და დაზარალებულ ოჯახებს სამძიმარი დონალდ ტრამპმა გამოუცხადა.

დღის ამბები