19 აპრილი 2024,   10:39
ვრცლად
ლექტორის მიერ სექსუალური შევიწროების საქმე - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისციპლინური კომისიის სხდომა დაიხურა

ლექტორის მიერ სექსუალური შევიწროების საქმეზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისციპლინური კომისიის სხდომა დაიხურა.

დახურვის ინიციატორი სტუდენტია და მისი იურისტი. 7 კაციანი დისციპლინური კომისია ლექტორის მიერ სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაზე ამ წუთებში მსჯელობს.

სხდომა დაიხურა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

„მოვისმენთ სტუდენტის პოზიციას და დავგეგმავთ მომავალი სხდომის სამუშაო გეგმას. მიზანი არის,რომ სიმართლეს მოეფინოს ნათელი,“-ამბობს დისციპლინური კომისიის თავმჯდომარე ანზორ ბერიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები