18 აპრილი 2024,   17:20
ვრცლად
“ახალი ეპოქის სერგო ორჯონიკიძემ, ბიძინა ივანიშვილმა, დავით გარეჯი მიჰყიდა ილჰამ ალიევს"- ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. შალვა ნათელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯი მის ბიზნესპარტნიორ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მიჰყიდა და სწორედ ამის გამო ხდება ეს პროცესები.

შალვა ნათელაშვილი მოითხოვს, შეწყდეს დელიმიტაციის პროცესი, სანამ პროცესებში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩაერთვება.

“ახალი ეპოქის სერგო ორჯონიკიძემ, ბიძინა ივანიშვილმა, დავით გარეჯი მიჰყიდა თავის ბიზნესპარტნიორ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ოლიგარქ ილჰამ ალიევს.

გაცხარებული ტემპებით მიდის ამ წუთშიც მუშაობა, რათა ეს ქართული უძველესი სიწმინდე საბოლოოდ იქნა ოკუპირებული. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიშალოს ე.წ. მოღალატეობრივი დელიმიტაციის კომისია, შეწყდეს, ყოველგვარი მოლაპარაკებები,. სანამ ფორმატში არ ჩაერთვება ევროკავშირი და აშშ, შესაბამისი წერილები გაგზავნილია,“-აცხადებს ნათელაშვილი.

დღის ამბები