20 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
ჩვენ შევისწავლით მათი სამუშაო საათების და სამუშაო რეჟიმის სამართლიანობას - ომბუდსმენი გაფიცულ მაღაროელებს ხვდება

სახალხო დამცველი ჭიათურაშია და გაფიცულ მაღაროელებს ხვდება. ნინო ლომჯარია ადგილზე ეცნობა მათ მოთხოვნებს, რომელიც შრომითი პირობების და უსაფრთხოების გაუმჯობესებას შეეხება.  

გაფიცული მაღაროელები ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მანდატი სრულად არ გვაქვს ყველა იმ საკითხზე, რაზეც არის საუბარი, თუმცა, არის საკითხები, რასაც სახალხო დამცველი მიაქცევს ყურადღებას. პირველ რიგში, ეს არის შრომითი პირობები. ჩვენ შევისწავლით მათი სამუშაო საათების დ სამუშაო რეჟიმის სამართლიანობას და კანონიერებას იმიტომ, რომ დღეს რაც მოვისმინე, ის 12-საათიანი რეჟიმი, ორი კვირის განმავლობაში, ვფიქრობ, რომ ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობით აღიარებულ ვადებს, რაც დადგენილი არის მაქსიმუმ სამუშაო საათებად, მითუმეტეს, რომ მათ უწევთ ძალიან მძიმე, ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში მუშაობა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დავინტერესდებით შრომის უსაფრთხოების საკითხებით, მოვისმინე, რომ კვებით უზრუნველყოფა არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში გაფიცულებისგან, თუმცა, საწინააღმდეგოს ამტკიცებს თავად კომპანია,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შიმშილობის მე-8 დღე და მასშტაბური პროტესტი ჭიათურაში. ქალაქში ყველა მცირე საწარმო გაჩერებულია. გაფიცულები „ჭიათურ მანგანუმის“ შენობასთან რჩებიან.

ხვალიდან მოშიმშილეებს 7 ადამიანი შეუერთდება და კომპანიისგან მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაელოდება.

ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები