25 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
„დიდი წილი ამ პრობლემების გამოწვევისა და შექმნისა არის ჩვენი ხელისუფლების ბრალი" - რატიანი დავით გარეჯის მოვლენებზე საუბრობს

დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენები - ოპოზიცია ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი ამბობს, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან სწორედ კომუნიკაციას და ბევრ შეცდომას უშვებს.

„დიდი წილი ამ პრობლემების გამოწვევისა და შექმნისა არის ჩვენი ხელისუფლების ბრალი, რადგან ისინი ვერ ამყარებენ ნორმალურ კომუნიკაციას ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთანაც კი, აღარ არის საუბარი სხვებთან. იმედი მაქვს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობები, რომელიც არის ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ეს ვერ გაფუჭდება მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება ბევრ შეცდომებს უშვებს,“-ამბობს სერგო რატიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები