20 აპრილი 2024,   14:36
ვრცლად
"ძალიან როყიო განცხადებების ისმის ოპონენტების მხრიდან" - ვოლსკი დავით გარეჯის მოვლენებზე საუბრობს

მმართველი გუნდის წევრები ყველას ურჩევენ დავით გარეჯთან დაკავშირებით ხმამაღალი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, ოპონენტები ამ საკითხზე „როყიო“ განცხადებებს აკეთებენ.

მისი თქმით, ახლა აუცილებელია, საკითხს ყველა სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით მიუდგეს.

„მოვუწოდებდი ჩემს კოლეგებსაც ოპონენტებსაც, რომ ამ ხმამაღალი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. მე ვფიქრობ ჩემმა კოლეგებმა ეს კარგად იციან შეასრულეს და ძალიან როყიო განცხადებების ისმის ოპონენტების მხრიდან და ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან იყოს ნებისმიერი განცხადება,“-ამბობს ვოლსკი.  

დღის ამბები