19 სექტემბერი 2019,   21:57
ვრცლად
ამ ადამიანებს პატიმრებზე უარეს მდგომარეობაში ამყოფებენ... ძაღლი არ ჭამს ის სოსისს, რასაც ამათ აძლევენ - ჭიჭინაძე მაღაროელების მდგომარეობას აფასებს

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს პოლიტიკოსები სოლიდარობას უცხადებენ. დღეს ადგილზე მათთან შესახვედრად საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო ”2020”-ის დამფუძნებელი, ანი მიროტაძე და დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე იმყოფებოდნენ.

დავით ჭიჭინაძე სახელწმიფოს პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. დეპუტატის თქმით, ის დღეს გაეცნო მაღაროელების პრობლემებს და მისთვის ყველაზე აღმაშფოთებელი კვების რაციონია.

Image result for დავით ჭიჭინაძე„გადავიღე, რა კვება და რა პირობები აქვთ, საერთოდ, მე ვფიქრობ, ეს ნებისმიერი დეპუტატისთვის კი არა, ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის შეშფოთების საფუძველია, იმიტომ, რომ არ შეიძლება 21-ე საუკუნეში საკუთარ მოსახლეობას სახელმწიფო ასე ექცეოდეს, რასაც მე დღეს აქ ვხედავ და რაც ამ ადამიანებს აქვს ის გაუსაძლისი პირობები შრომის. გულაგები მე მეგონა მეოცე საუკუნეში დამთავრდა, ამ ადამიანებს პატიმრებზე უარეს მდგომარეობაში ამყოფებენ და თვითონ ის კვების რაციონი, რასაც ესენი იძახიან, ვფიქრობ, ეს შესასწავლია იქიდან გამომდინარე, რომ ძაღლი არ ჭამს ის სოსისს, რასაც ამათ აძლევენ,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ანი მიროტაძე აცხადებს, რომ „ჯორჯიან მანგანეზში“ სახელმწიფომ დანიშნა სპეციალური მმართველი, შესაბამისად, შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებასაც ეკისრება.

Related image„სახელმწიფომ თავის დროზე, როდესაც შემოიყვანა დროებითი მმართველი, აიღო პასუხისმგებლობა ამ ქალაქში მიმდინარე პროცესებზე და შესაბამისად, იმ ურთიერთობებზე, რომელიც უნდა ჰქონდეს კომპანიას და სახელმწიფოს ამ ადამიანებთან,“ - განაცხადა ანი მიროტაძემ.

მასშტაბური პროტესტი ჭიათურაში გრძელდება. ქალაქში ყველა მცირე საწარმო გაჩერებულია. გაფიცულები „ჭიათურ მანგანუმის“ შენობასთან რჩებიან.

ხვალიდან მოშიმშილეებს 7 ადამიანი შეუერთდება და კომპანიისგან მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაელოდება.

ავტორი: რუსკა ჯაბანიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები