19 ივნისი 2019,   21:53
ვრცლად
მოსკოვის გამზირისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭება - ლილე ლიპარტელიანის ინიციატივას ხმაური მოჰყვა

საკრებულოს სხდომაზე დღეს ხმაური იყო. დებატების მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა გახდა. ლილე ლიპარტელიანი ითხოვდა, რომ მოსკოვის გამზირს სახელწოდება გადაერქვას და მას მიენიჭოს არჩილ ტატუნაშვილის სახელი.

მან საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეკრებილ დეპუტატებს შესთავაზა, რომ მათ მოეწერათ ხელი დოკუმენტზე, თუ ვინ ეთანხმებოდა ინიციატივას. ლილე ლიპარტელიანის განმარტებით, წინა შემთხვევის დროს, როდესაც ეს ინიციატივა დააყენა, უარი მხოლოდ იმიტომ უთხრეს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 20 წელი არ არის გასულა.

„არჩილ ტატუნაშვილი ქვეყნის მთლიანობას შეეწირა, შესაბამისად, რადგან დღეს გამოდის საკითხი, რომან გვენცაძის სახელის მინიჭებაზე, ეს დისკრეტცია აქვს მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, როცა 20 წელი არ არის გასული, თუმცა ასევე, ინიცირების საკითხის უფლება აქვს საკრებულოს 1/3-ს. მე ხელთ მიჭირავს ინიცირება. კოლეგებო, ჩამოვუვლი თითოეულ თქვენგანს და ვინ ხართ მომხრე, რომ მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის სახლი მიენიჭოს. გთხოვთ, დაგვიდასტუროთ ხელმოწერით,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა ლილე ლიპარტელიანს კონკრეტული ბრალდებებით უპასუხა.

„თქვენ რომ ესწრებოდეთ სახელდების საკითხებს, სადაც ჩვენი ქართველი გმირების სახელები გადის, მართლა დავიჯერებდი, რომ გული შეგტკივათ ტატუნაშვილზე, ან სხვა ვინმეზე. მაგრამ თქვენ ხმა არ მიეცით ოკუპაციის სახეობის სკვერის სახელდებას, რომელიც ტატუნაშვილის გარდაცვალების მერე ინიციატივა დააყენა თბილისის მერმა, საერთოდ არ იცით, მემგონი ამის შესახებ და ჩვენ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ?“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები