25 აგვისტო 2019,   03:08
ვრცლად
სუს-მა ფარული მოსმენების რეკორდი მოხსნა - გასულ წელს საქართველოში ფარულად 9 ათასზე მეტ ადამიანს მოუსმინეს

სუს-მა ფარული მოსმენების რეკორდი მოხსნა - 2018 წელს საქართველოში ფარულად 9 ათასზე მეტ ადამიანს მოუსმინეს. ფარული მოსმენების რიცხვი ბოლო სამ წელიწადში გაოთხმოგდა.

ირკვევა, რომ სასამართლოები სპეცსამსახურებს მოქალაქეების ფარული მოსმენების მოთხოვნას თითქმის სულ უკმაყოფილებენ და ეს მაჩვენებელი 97%-ზეა. ფარული მოსმენების სტატისტიკა „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა“ საჯარო უწყებებიდან გამოითხოვა.

მმართველი გუნდი დღეს თავის მართლების რეჟიმში იყო. „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ მოსმენა საქმეს და კრიმინალთან ბრძოლას სჭირდება და მას პოლიტიკურ ოპონენტების წინააღმდეგ არ იყენებენ.

ოპოზიციამ დღეს მმართველ გუნდს ის საქმეები შეახსნა, რომლის დროსაც ფარული მიყურადების მასალები მოქმედი ხელისუფლების პირობებში სწორედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენეს.

დღემდე მოქალაქეებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან უსმენდნენ. მალე მოსმენების სააგენტო ახალ სპეცშენობაში გადავა.

არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებში ყველაზე საშიში მოსამართლეები ნებართვების რაოდენობაა, რომელიც ძალოვნების ფარული მოსმენებზე მწვანე შუქს 97% შემთხევაში უნთებს.

თაღლითობა, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, ქრთამის აღება და ნარკოდანაშაული - ოფიციალური სტატისტიკით, საგამოძიებო უწყებები მეტწილად ამ დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს უსმენენ.

2018 წელს 17-ჯერ არის გაზრდილი ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებით სასამართლოში ფარულ მოსმენაზე წარდგენილი შუამდგომლობები.

დღის ამბები