20 აპრილი 2024,   00:04
ვრცლად
ლარი გაუფასურებას განაგრძობს - კვირის ბოლოს ეროვნული ვალუტა გაუფასურების რეკორდზეა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ვალუტა კვირის ბოლოს აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. ლარი გაუფასურებულია თურქულ ლირასთან მიმართებაშიც.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინ, დღის ბოლოს, ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7802 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7799 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1102 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0954 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0148 ლარი შეადგინა.

გაცილებით მაღალი კურსი კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში.  

 

 

  

დღის ამბები