20 აპრილი 2024,   10:53
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი პრემიერობისთვის იბრძოლებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას კიდევ ერთი კანდიდატი შეუერთდა. კონსერვატიული პარტიის ლიდერობის სურვილი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა გამოთქვა.

მეტ ჰენკოკი უკვე მეხუთე კანდიდატია, რომელიც ტერეზა მეის ჩანაცვლებას შეეცდება.

პოსტზე მთავარ ფავორიტად ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი, სახელდება.

კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერს, სავარაუდოდ, ივლისის ბოლომდე აირჩევენ. მანამდე პრემიერის მოვალეობას ტერეზა მეი შეასრულებს, თუმცა, ის ოფიციალურად თანამდებობიდან  7 ივნისს გადადგება.

დღის ამბები