19 აპრილი 2024,   14:14
ვრცლად
„საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობით პროვოკაციას უწყობს საკუთარ ხალხს“ - არქიმანდრიტი კირიონი

„დამოუკიდებლობის დღესასწაული დღეს რუსთაველზე ცეკვა-თამაშში კი არ უნდა გადიოდეს, არამედ დავით გარეჯზე,“ - ეს განცხადება დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა გააკეთა.

არქიმანდრიტმა საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად ჩიჩხიტურის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები დაათვალიერა. 

არქიმანდრიტი კირიონი აცხადებს, რომ დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

"ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე, რომ ხელისუფლება, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის უპირველეს მოვალეობას და ვალდებულებას, ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ეს არის ჩვენი სახე. დღეს 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული გადის არა რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე, ცეკვა-თამაშში, არამედ გარეჯზე გადის. თუ ქვეყანას ექნება პრინციპულობა და გონიერება, უამრავი საშუალება აქვს ხელისუფლებას, რომ ეს მდგომარეობაც გამოასწოროს. ასეთი მოქმედებებით ხელისუფლება, მე შემიძლია გითხრათ, პროვოკაციას უწყობს საკუთარ ხალხს, ვინაიდან, ხალხს, რომელსაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ვხედავთ, რომ ხელისუფლება არაფერს არ შვება, ტერიტორიები იკარგება, ხალხი იწყებს მღელვარებას, მოხდება მღელვარება, მოხდება ინციდენტი და მივიღებთ რაღაც უბედურებას და საბოლოო ჯამში, წააგებს კავკასია,“ - განაცხადა არქიმანდრიტმა.

არქიმანდრიტის თქმით, ამ დროისთვის გზის გაყვანა, თითქმის, დასრულებულია და მძიმე ტექნიკა ადგილზე აღარ მუშაობს.

„სამუშაოები დღეს მორჩა იმიტომ, რომ ტექნიკა წინ ვეღარ წაიწევდა იმიტომ, რომ იქ ქანები ისე არის კლდის, რომ მეტის მოთხრა შეუძლებელი იყო. დღეს იყო მოლაპარაკება და შეთანხმება ისეთი თითქოს, რომ ტექნიკა დილიდან გავიდოდა და სამუშაოებს აღარ გააგრძელებდა, მაგრამ დარჩენილი იყო, დაახლოებით, 500 მეტრი, ეს მონაკვეთი დაასრულეს მთლიანად," - აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.

დავით გარეჯში აღდგომის ტაძართან მისვლა 15 აპრლის შემდეგაა აკრძალული. საკითხზე მომუშავე ქართულ-აზერბაიჯანული კომისიის მუშაობის პარალელურად შეზღუდვა პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად დაწესდა, თუმცა, აზერბაიჯანის მხარეს გზის მშენებლობა ამ დრომდე არ შეუწყვეტია. 

დღის ამბები