19 აპრილი 2024,   15:54
ვრცლად
ჩვენ რაც შეიძლება ხშირად უნდა გავიხსენოთ ის, თუ რამდენად ძვირფასი რამ არის დამოუკიდებლობა-ირაკლი კობახიძე

ჩვენ რაც შეიძლება ხშირად უნდა გავიხსენოთ ის, თუ რამდენად ძვირფასი რამ არის თავისუფლება - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძე რუსთაველის გამზირზე, სადაც ამ წუთებში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება, შვილებთან ერთად მივიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას სჭირდება ყოველდღიური შრომა.

„ვულოცავ ყველას დამოუკიდებლობის დღეს. ვულოცავ სრულიად საქართველოს. ჩვენ რაც შეიძლება ხშირად უნდა გავიხსენოთ ის, თუ რამდენად ძვირფასი რამ არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და უნდა გავიხსენოთ ის, რომ დამოუკიდებლობის გამტკიცება შენარჩუნებას სჭირდება ყოველდღიური შრომა და ბრძოლა და ამ სულისკვეთებით უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი გამსჭვალული,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები