25 აპრილი 2024,   18:17
ვრცლად
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასეთი ახლო ურთიერთობა არასდროს ყოფილა - კარლ ჰარცელი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასეთი ახლო ურთიერთობა არასდროს ყოფილა - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გააკეთა. კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე იმყოფება.

ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო თავისი ღირებულებებით, ევროკავშირთან ძალიან ახლოს არის.  

„მე ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის სახელით ვულოცავ მთელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ამ ქვეყანაში დემოკრატიის პირველი მარცვალი 101 წლის წინ დაითესა და ნამდვილად სასიხარულოა, რომ ნაყოფი გამოიღო. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასეთი ახლო ურთიერთობა არასდროს ყოფილა და ჩემთვის როგორც ევროკავშირის ელჩისთვის ეს დიდი პატივია,“ - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

 

დღის ამბები