19 აპრილი 2024,   05:32
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღე კომპანია თეგეტა მოტორსმა ყველაზე დიდი ფილიალის გახსნით აღნიშნა

დამოუკიდებლობის დღე კომპანია "თეგეტა მოტორსმა" ყველაზე დიდი ფილიალის გახსნით აღნიშნა. თბილისის შემდეგ, ყველაზე დიდი ფილიალი დღეიდან ბათუმში იფუნქციონირებს, სადაც ყველა სახის სერვისით ისარგებლებენ როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილის მძღოლები.

კომპანია "თეგეტა მოტორსის" ბათუმის ფილიალში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სიმბოლურად დაგვემთხვია ამ დღისთვის უპრეცედენტო ობიექტის გახსნა. ეს არის თეგეტა მოტორსის 26-ე ფილიალი, რომელიც არის თავისი მასშტაბით უპრეცედენტო ამ რეგიონისთვის და მეორეა თბილისის ცენტრალური ფილიალის შემდეგ. ეს ფილიალი არის უნივერსალური მისი დანიშნულებით. აქ წარმოდგენილია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის ნებისმიერი ტიპის მომსახურება. აქ არის როგორც სატვირთო ტრანსპორტის მომსახურება, ასევე არის მსუბუქი მიმართულების ტრანსპორტის,“-განაცხადა ”თეგეტა მოტორსის” გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა. 

გარდა ავტომომსახურებისა ბათუმის ავტოცენტრში ფუნქციონირებას დაიწყებს "თეგეტა მოტორსის" აკადემიის ფილიალი, სადაც გადამზადებას გაივლიან ის ადამიანები, რომლებიც ავტომომსახურებით დაინტერესებულები არიან.  კოლეჯის დარულების შემდეგ კურსდამთავრებულები კომპანიის ფილიალებში დასაქმდებიან. 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები