16 აპრილი 2024,   16:06
ვრცლად
რუსული ანსამბლი ოკუპანტების სომბოლიკით ბათუმში - აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

აჭარის განათლების მინისტრი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან - ინგა შამილიშვილს მთავრობა ბათუმში რუსული დროშებით მოწყობილი მსვლელობის გამო დაატოვებინეს. დღეს დილით ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე ადამიანებმა სწორედ ოკუპანტი ქვეყნის დროშებითა და სახელმწიფო სიმბოლიკით ჩაიარეს. მსვლელობაში ფოლკლორულ ფესტივალზე დასასწრებად ჩამოსული სხვადსხვა ანსამბლები მონაწილოებდნენ, მათ შორის კი იყო როსტოვიდან ჩამოსული დასიც. რუსი მოცეკვავეები ბათუმის ქუჩებში რუსეთის დროშებით და ეროვნული ტანსაცმლით მარშირებდნენ. ფესტივალის და მსვლელობის ორგანიზატორი კი სწორედ აჭარის განათლების სამინისტრო იყო. ინგა შამილიშვილი მთავრობის ყოფილი მეთაურის და ამჟამად აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის კადრი იყო. ბათუმში არ გამორიცხავენ, რომ რუსული დასის მოწვევა ამ მსვლელობაში იყო მიზანმიმართული პროვოკაცია შამილიშვილის მხრიდან.

მომხდარზე განცხადება გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და აღნიშნა, რომ ეს მისთვის სამწუხარო ფაქტი იყო.

"ეს არის ჩემთვის სამწუხარო ფაქტი, პასუხისმგებლობის ნაწილს რაც შეეხება, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო იყო, შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლებულია განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი,"-აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

 

დღის ამბები