25 აპრილი 2024,   08:41
ვრცლად
მოსამართლე რომელმაც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტზე თავდამსხმელები გაათავისუფლა, გამოსაცდელი ვადით 1 წლის წინ გაამწესეს

მოსამართლე რომელმაც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტზე თავდამსხმელები გაათავისუფლა, გამოსაცდელი ვადით 1 წლის წინ გაამწესეს. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტზე, ედიშერ მუშკუდიანზე და ოპერატორ ბაკურ ჩიხლაძეზე თავდასხმაში ბრალდებულები, დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თათია გოგოლაურმა 3 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, არადა პროკურატურა შუამდგომლობით ორივე ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიებად წინასწარ პატიმროპას ითხოვდა. 

დაკავებულებს ბრალი 2 მძიმე მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ შორის არის 154-ე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლი, რომელიც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მოსამართლე თათია გოგოლაური იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოსაცდელი ვადით 2018 წლის 18 იანვრიდან 3 წლით გაამწესა, მანამდე კი გოგოლაური თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა. 

სანდო წყარო მოსამართლეების წრიდან "კურიერს" უყვება რომ თათია გოგოლაური ჩინჩალაძე-მურუსიძის დაჯგუფების ნდობით აღჭურვილი პირია და მოსამართლედაც ამის გამო გაამწესეს. 

შეგახსენებთ, რომ ლევან მურუსიძე 2016 წლის იანვრიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა.

დღის ამბები