19 აპრილი 2024,   00:22
ვრცლად
თელავში მოსალოდნელი უამინდობის გამო, შესაძლოა, კონცერტი ჩაიშალოს - ორგანიზატორებს სცენიდან აპარატურა გააქვთ

თელავში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად დაგეგმილი დასკვნითი კონცერტი შესაძლოა ჩაიშალოს. ამ წუთებში სცენიდან, სადაც ქართული ხმებისა და ნიაზ დიასამიძის კონცერტი უნდა გამართულიყო, აპარატურა გააქვთ. მიზეზი მოსალოდნელი უამინდობაა, რამაც შესაძლოა ტექნიკის დაზიანება გამოიწვიოს.

თელავის მერის ინფორმაციით, ორგანიზატორებს, სხვა ლოკაცია ღონისძიების გასამართად არ შეურჩევიათ. 

შეგახსენებთ, დღეს დილით, ღონისძიებების დაწყებამდე, სცენაზე რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის გამოც პროგრამაში ცვლილებები შევიდა. სცენის ნაწილობრივ აღდგენა მოგვიანებით მოხერხდა, თუმცა ის გადახურვის გარეშე დარჩა.   

ამავე თემაზე
დღის ამბები