22 აგვისტო 2019,   05:35
ვრცლად
კომისიის და მოლაპარაკებების შედეგი უნდა იყოს მისაღები ჩვენი ეკლესიისთვის - შს მინისტრი დავით გარეჯის მოვლენებს ეხმაურება

დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს შს მინისტრი ეხმაურება. მისი თქმით, კომისიის მიზანი, რომელიც დღეს სახელმწიფოთა შორის საზღვრების დელიმიტაციაზე მუშაობს, არის ის, რომ მოლაპარაკებების შედეგები მისაღები იყოს საქართველოს ეკლესიისთვის.

„იმ ღონისძიების, რომელიც არის აუცილებელი, რასაც ჰქვია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა კომისიის დონეზე მუშაობა, საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის ფარგლებში. რა თქმა უნდა ჩვენ მონდომებული ვართ, მოწოდებული ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკებების შედეგი უნდა იყოს მისაღები და მისასალმებელი როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის,"-განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები