19 აპრილი 2024,   20:32
ვრცლად
ეს გახლავთ აბსოლუტურად, სისხლის სამართლის დანაშაული - თაკო ჩარკვიანი ბათუმში რუსული დროშებით გამართულ მსვლელობაზე საუბრობს

ბათუმის ქუჩებში რუსული დროშებით მოწყობილი მსვლელობის პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე ეხმაურება. თაკო ჩარკვიანმა მომხდარ ფაქტს "სამწუხარო" უწოდა და განაცხადა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. 

თაკო ჩარკვიანი ბათუმის ქუჩებში, რუსული დროშებით მოწყობილი მსვლელობის გამო, აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გათავისუფლებასაც ეხმაურება. 

„სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენს პარტიას, „კანონს და სამართალს“ უწევს ამ ბრიფინგის გაკეთება. მაგრამ ვიცი, რომ ეს ბევრ ადამიანს უნდა და ელოდებიან. დღეს ჩვენ აჭარაში, ჩვენს ღირსეულ, საოცარ აჭარაში, რომელსაც არასოდეს თავზე არ მოუსვამს არავინ ზედმეტად, გაუბედეს და აკადრეს ის, რაც ჩვენ დღეს ღია ეთერში ვიხილეთ. ეს გახლდათ მარში ოკუპანტის დროშებით. ქალბატონიც გამოვიდა და ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, რის გამოც, შემდეგაც შეწირეს განათლების მინისტრი აჭარის. ამას არავინ არ იჯერებს, ეს მივხვდით რატომაც გაკეთდა. არავითარ შემთხვევაში, ეს გახლავთ აბსოლუტურად, სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე მოგვიანებით, ჩვენი პარტიის წევრები ისაუბრებენ,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით,  პარტია ”კანონი და სამართალის” პროკურატურისთვის მიმართვას და მოითხოვს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შეასრულებას ითხოვს. 

 

 

 

  

დღის ამბები