18 ივნისი 2019,   16:04
ვრცლად
საპროტესტო მსვლელობა ჭიათურაში - მაღაროელებმა უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები გააპროტესტეს

უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ, ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა მსვლელობა მოაწყვეს. "წადი, წადი"-ამ სეძახილებით ისინი თავდაპირველად "ჭიათურ მანგანეზის" სენობასთან გაჩერდნენ, შემდეგ კი ქალაქში მოაწყვეს მსვლელობა. 

"ადმინისტრაცია ვინც არის სულყველა წავიდეს, ადმინისტრაცია დატოვოს,"-აცხადებენ მაღაროელები.  

მაღაროელები კომპანიის ადმინისტრაციასთან დათმობაზე წავიდნენ და დათანხმდნენ პირველ ეტაპზე ხელფასის 50-ის ნაცვლად, 30%-იან მატებაზე, იმ პირობით რომ მომავალში დანარჩენი 20%-ის გაზრდაც განხორციელდებოდა, თუმცა "ჭიათურ მანგანეზის" ადმინისტრაციამ ამ პირობაზე უარი განაცხადა. ისინი გაფიცულებს 25%-იანს ზრდას სთავაზობენ, დანარჩენზე კი შემდგომში იმსჯელებენ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეების კვლავ კომპანიის შენობასთან, საკუთარ კარვებში იმყოფებიან და პროტესტს განაგრძობენ. ისინი ამბობენ, რომ მათ კუთვნილ ფულს უკანონოდ ითვისებენ და ზემდგომ ორგანოებს მოუწოდებენ დაინტერესდნენ ფინანსური ტრანზაქციებით. 

„თურმე გვერიცხება 2000 ლარი ხელფასი და სინამდვილეში ჩვენ ვღებულობთ 700-800 ლარს. ანუ საბუთებს გვიდებენ, რომ ამდენი ფული გაქვთ და რატომ გაქვს პრეტენზიაო?! სად მიდის ეს ფული? ამით უნდა დაინტერესდეს მარტო ჭიათურელები კი არა, ზემდგომი ორგანოები თუ სად მიდის ეს მაღაროელების ფული. ვინ ჭამს ამ ფულს,“ -განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

დღის ამბები