18 ივნისი 2019,   16:03
ვრცლად
შსს-მ იმოქმედა სწრაფად და ეფექტურად - გახარია "კურიერის" ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება 

"კურიერის" ჟურნალისტებზე, ედიშერ მუშკუდიანსა და ბაკურ ჩიხლაძეზე განხორციელებულ თავდასხმას შინაგან საქმეთა მინისტრი ეხმაურება. გიორგი გახარიას თქმით, უწყებამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სწრაფად და ეფექტურად იმოქმედა. 

გახარიას თქმით, შს სამინისტრომ, მისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ვალდებულება შეასრულა. 

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენ მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა ძალზეც სწრაფად და ეფექტურად. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენ შევასრულეთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გვაქვს როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე მედია თავისუფლების და სიტყვის თავისუფლების წინაშე. რა თქმა უნდა, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ კომპეტენციაში ვერ ჩაერევა“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები