20 აპრილი 2024,   02:24
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს კარგავს - ბოლო პერიოდის გამოკითხვებით, ოლიგარქს პიროვნულ რეიტინგში მისივე თანაპარტიელები უსწრებენ

ბიძინა ივანიშვილის პიროვნული რეიტინგი უფრო და უფრო ეცემა. ბოლო პერიოდში ორი სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა - NDI-ისა და IPSOS-ის და ორივეში "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ისეთი უარყოფითი მაჩვენებლები აქვს, როგორიც აქამდე არასდროს ჰქონია.

„ქართული ოცნების“ ლიდერი პოპულარობის მეთხუთმეტე ადგილზე ჩამოვიდა. NDI-ის კვლევაში პირველ ადგილზე სერგეენკოა, მეორეზე კახა კალაძე,  მესამეზე კი მიხეილ სააკაშვილი.

ბიძინა ივანიშვილს რეიტინგში მისივე თანაპარტიელებმაც გაუსწრეს.

წინა წლებთან შედარებით, მოქალაქეები გაცილებით უარესად აფასებენ მთავრობის მუშაობას.

NDI-ის კვლევების შედეგების არ სჯერა მმართველ პარტიას. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათი მუშაობა მოქალაქეებმა შუალედურ არჩევნებში შეაფასეს.  

​ 

დღის ამბები