25 აპრილი 2024,   13:53
ვრცლად
გაფიცული მაღაროელების მოთხოვნას, ხელფასის 50-პროცენტიან ზრდასთან დაკავშირებით, "ჯორჯიან მანგანეზი" არ დააკმაყოფილებს

გაფიცული ჭიათურელი მაღაროელების მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას „ჯორჯიან მანგანეზი“ არ გეგმავს. სპეციალური მმართველი ნიკა ჩიქოვანი აცხადებს, რომ კომპანია მუშებისთვის ხელფასის 50-პროცფენტიან ზრდას არ უზრუნველყოფს.

ნიკა ჩიქოვანის თქმით, ისინი ამ დროისთვის საქართველოს მთავრობის წევრების ადგილზე ჩასვლას ელოდებიან და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ჩიქოვანი გაფიცულ მაღაროელებს მოლაპარაკებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. იგი იმედოვნებს, რომ მინისტრები მაღაროელებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მედიაციის პროცესში ჩაერთვებიან.

პრემიერი მაღაროელებთან შესახვედრად სამ მინისტრს აგზავნის. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, პრემიერის დავალებით ჭიათურაში მასთან ერთად კიდევ ორი უწყების - განათლების და ჯანდაცვის ხელმძღვანელები ჩავლენ.

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს მოსახლეობა სოლიდარობას უცხადებს. დაკეტილია ყველა საზოგადოებრივი დაწესებულება, სკოლები და მაღაზიები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მაღაროელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ და ისინი შესაბამის ანაზღაურებას ვერ ღებულობენ. მათ ოჯახებს კი უკიდურესად უჭირთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები