19 აპრილი 2024,   09:56
ვრცლად
მმართველი გუნდი იუსტიციის საბჭოს 3 არამოსამართლე წევრს უკან არ გაიწვევს

მმართველი გუნდი იუსტიციის საბჭოს 3 არამოსამართლე წევრს უკან არ გაიწვევს. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე "ევროპული საქართველოს" ინიციატივის განხილვას მწვავე კამათი მოჰყვა.

ოპოზიცია იმ არამოსამართლე წევრების გამოწვევას ითხოვს, რომლებიც პარლამენტს ჰყავს საბჭოში წარდგენილი და რომლებსაც ე.წ. მოსამართლეთა კლანის მხარდამჭერებად მოიაზრებენ.

ოპოზიციის წევრების აზრით, ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე და ლევან გზირიშვილი არაჯეროვნად ართმევენ თავს პარლამენტის მიერ მინიჭებულ უფლება მოვალეობებს. მთავარ არგუმენტად კი მოჰყავთ რამდენიმე თვის წინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის წარდგენა, რომელსაც მხარი ამ სამმა არამოსამართლე წევრმა უაპელაციოდ დაუჭირა.

პარლამენტის წევრმა, სანდრო ბარამიძემ მოითხოვა განმარტება, რატომ არ მოიწვიეს კომიტეტზე აღნიშნული სამი მოსამართლე. ამაზე პასუხად, კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მას უფლებამოსილებებში გარკვევისკენ მოუწოდა.

„ჯერ ჩაიხედეთ უფლებამოსილებებში, ვის რა უფლებამოსილება აქვს ბატონო სანდრო და იუსტიციის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, ელემენტარული იურიდიული საკითხების ახსნა არ უნდა სჭირდებოდეს,“ - მიმართა ოხანაშვილმა ბარამიძეს.

ოხანაშვილის ამ განცხადებამ კი ეკა ბესელიას კრიტიკა გამოიწვია. დემარშით წასული დეპუტატის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებები არაეთიკურია.

„მე მესმის, რატომ გრძნობ ვალდებულად თავს იუსტიციის საბჭოს იმ წევრების წინაშე, ვისი საკითხიც ახლა იხილება იმიტომ, რომ იმ ადამიანებს ის სია ისე რომ არ გადმოეგდოთ, იქ ვერ იჯდებოდი შენ ახლა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ევროპული საქართველოს“ ინციატივა „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო.

ამავე თემაზე
დღის ამბები