23 აპრილი 2024,   17:51
ვრცლად
საქნახშირი ადმინისტრაცია ტყიბულში კარიერზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქნახშირის განცხადება - კომპანიის ადმინისტრაცია ტყიბულში კარიერზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. საქმე ეხება შემთხვევის ადგილზე ნახშირის ფენის ჩამოშლას, რამაც  60 წლამდე მამაკაცი მიწის ქვეშ მოიყოლა.

„საქნახშირის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია.

„კომპანიამ  შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ, საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ. ასევე, კომპანიამ მიმართა შესაბამის უწყებებს, რომ გაეკონტროლებინათ კერძო მოპოვების კარიერები, რათა არ მომხდარიყო უნებართვოდ შეჭრა და ნახშირის მოპოვება, რასაც რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი,“-ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიწაში მოყოლილი ადამიანი 2010 წლიდან არის საქნახშირის თანამშრომელი და მუშაობს ელმავლის მემანქანედ, თუმცა ამბობენ, რომ დღეს მას სამუშაო დღე არ ჰქონდა და შემთხვევის ადგილზე ის არ უნდა ყოფილიყო.

საქნახშირში“ ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, გარკვეული კოტრაქტორები პერიოდულად  და ფარულად აგრძელებდნენ მოპოვებით სამუშაოებს გარე კარიერებში.

დღის ამბები