20 აპრილი 2024,   11:04
ვრცლად
თბილისში "დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი" იხსნება

თბილისში "დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი" იხსნება. აღნიშნული ცენტრი რეგიონული მასშტაბის იქნება. "დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის" მთავარი ფუნქცია იქნება, რომ გააძლიეროს დემოკრატია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში.

"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ევგენიძე დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში რეგიონული მასშტაბის მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრი იხსნება, რომლის მთავარი მიზანი დემოკრატიისთვის ბრძოლა იქნება.

„დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი," ეს არის რეგიონული მასშტაბის მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრი, რომელიც საქართველოში იხსნება და მისი სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, პროფესორი ფრენსის ფუკუიამა იქნება, დირექტორი დევიდ კრამერი, რომლის სახელთანაც, ასე ვთქვათ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლაა დაკავშირებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს იქნება რეგიონული ცენტრი, რომელიც საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი და თურქეთშიც კი გააერთიანებს იმ დემოკრატიულ ძალებს, რომლისთვისაც თავისუფლება, დემოკრატია, ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა,“ - განაცხადა ნინო ევგენიძემ.

დღის ამბები