20 აპრილი 2024,   18:19
ვრცლად
ეროვნული ვალუტა გაუფასურების ფსკერზეა - ბაზარში ფასები, თითქმის, ყოველ დღე ძვირდება

ეროვნული ვალუტა გაუფასურების ფსკერზეა. არსებობის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ლარი დღეს უპრეცედენტოდ დაბალ ნიშნულზე დაეცა. ახლა ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე და რთული პროცესის - ინფლაციის, მოლოდინშია.

ბაზარში ფასები ლარის გაუფასურების პარალელურად იზრდება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ლარის გაუფასურების პარალელურად, პროდუქტი, თითქმის, ყოველ დღე ძვირდება და პიკს დღეს მიაღწია. მოვაჭრეები ამბობენ, რომ პროდუქტის ფასი 50%-ით გაიზარდა.

პირველადი მოხმარების პროდუქტებთან ერთად, ფასები ორმაგდება მედიკამენტებზეც.

გაძვირებული ცხოვრების პირობებში რთულ მდგომარეობაში არიან გამყიდველებიც -  მყიდველის რაოდენობა რეკორდულად დაბალია.

ფასების მატება ყველს სახის პროდუქტზე ამ ეტაპზე ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირდება. ექსპერტების ვარაუდით, დამატებით შოკს ქმნის კიდევ უფრო ცუდის მოლოდინი. სპეციალისტები აპელირებას მთავრობის უმოქმედობაზე აკეთებენ.

სპეციალისტები ახლოვადიან პერსპექტივაში ლარის გამყარებას არ პროგნოზირებენ. შესაბამისად, ელოდებიან ფასების კიდევ უფრო მატებას ყველა სახის პროდუქტზე.

დღის ამბები