19 აპრილი 2024,   01:26
ვრცლად
რუსული პროპაგანდის მსხვერპლი ადამიანები საქართველოში - კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი მონაცემებს აქვეყნებს 

რუსული რბილი ძალა საქართველოში სულ უფრო ძლიერდება, კრემლის კი თბილისზე მეტად რეგიონებში მუშაობს. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მონაცემებით, გამოკითხული მოსახლეობის 46% კახეთში და 42% შიდა ქართლში ფიქრობს, რომ ამერიკა საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს.

ირკვევა, რომ საქართველოს რეგიონებში ყოველი მესამე ადამიანი რუსული პროპაგანდის მსხვერპლია, 44% კახეთში და 36% შიდა ქართლში მოსახლეობის ფიქრობს, რომ რუსეთის სამხედრო შეიარაღება მსოფლიოში ყველაზე ძლიერია. ეს კიდევ ერთი პოლიტიკური მითია, რომლისაც სულ უფრო მეტ ხალხს სჯერა.

კვლევის მიხედვით, კახეთისა და შიდა ქართლის მოსახლეობის წარმოდგენა რუსულ ეკონომიკურ ბაზარზეც მაღალია. გამოკითხული მოსახლეობის 44%-ს კახეთში და 34%-ს შიდა ქართლში მიაჩნია, რომ საქართველოსთვის ყველაზე რეალისტური ბაზარი ექსპორტისთვის რუსეთია.

კვლევის მიხედვით, ანტიდასავლური განწყობები შიდა ქართლში უფრო ძლიერია. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა რუსული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა, ექსპერტები ამბობენ, რომ მათ შიშს, მთავრობის არათანმიმდევრული და არაკომპეტენტური პოლიტიკა აძლიერებს.

რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია - ასე ფიქრობს crrc-ს საქართველოს მიერ გამოკითხული მოსახლეობის 46%. უმეტესობას, 24%-ს მიაჩნია, რომ მეგობარი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია. მეორე ადგილს უკრაინა იკავებს, მესამეს კი, რუსეთი, 7%-ით. ავტორების აზრით, კვლევის შედეგები სახიფათოა და ხელისუფლებისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვს.

საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ მოსახლეობა საპრეზიდენტო, წინასაარჩევნო პერიოდში გამოკითხა, როდესაც მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატმა, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა.

 

 

 

 

 

დღის ამბები