19 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
ანიტა რაჭველიშვილის კარმენი და თეა დარჩიას და ნიკოლოზ რაჭველის ცეკვა თბილისის მეტროში

ანიტა რაჭველიშვილი თბილისის მეტროს ვაგონში მღეროდა, ნიკოლოზ რაჭველიშვილი და თეა დარჩია კი ცეკვავდნენ - ქართველმა ხელოვანებმა ახლაგაზრდა ვირტუოზების მხარდასაჭერად ფლეშმობი მოაწყვეს.

მსოფლიოში აღიარებულ მეცოსოპრანოს აკომპანიმენტს ახლაგაზრდა ქართველი მუსიკოსები უწევდნენ.

ისინი მსმენელს ჯერ თბილისის მეტროპოლიტენში შეხვდნენ, 31 მაისიდან კი კონცერტების სერიას გამართავენ.

მსმენელთან შეხვედრა მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში 7 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.  

დღის ამბები