18 აპრილი 2024,   04:14
ვრცლად
"სწორი გადაწყვეტილებაა და მხარს ვუჭერს!" - გრიცენკო სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე

"სწორი გადაწყვეტილებაა და მხარს ვუჭერს!" - ასე ეხმაურება უკრაინელი პოლიტიკოსი, ანატოლი გრიცენკო, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის საკითხს.

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ამბობს, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს.

„მიხეილ სააკაშვილს უკანონოდ და უხეშად ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს პირობა დავდე, რომ არჩევის შემთხვევაში, ეს იქნებოდა ჩემი ერთ-ერთი პირველი ბრძანება,“ - წერს გრიცენკო.

ინაუგურაციის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკიმ ერთ-ერთი პირველი განკარგულებით პოროშენკოს ხელმოწერილი დოკუმენტი გააუქმა, რის საფუძველზეც ოდესის ყოფილ გუბერნატორს მოქალაქეობა აღუდგა.

მიხეილ სააკაშვილი, დაახლოებით, 2-წლიანი პაუზის შემდეგ, კიევში ხვალ დაბრუნდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები