19 აპრილი 2024,   20:57
ვრცლად
„ყველა საკითხი მოგვარდება, საქართველოს და აზერბაიჯანი ძმები არიან" - აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში 

„ყველა საკითხი მოგვარდება, საქართველოს და აზერბაიჯანი ძმები არიან და ეს თემაც საკეთილდღეოდ გადაწყდება“ - ეს განცხადება აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა.

დურსუნ ჰასანოვი აცხადებს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები აქტიურად მუშაობენ, რათა ვითარება დალაგდეს.

განცხადება ელჩმა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. 

„საქართველოსა და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები მუშაობენ, საგარეო საქმეთა უწყებები მუშაობენ, ბევრი შეხვედრა იმართება მესაზღვრეებსა და დიპლომატებს შორის. ყველა საკითხი მოგვარდება, საქართველოს და აზერბაიჯანი ძმები არიან და ეს თემაც საკეთილდღეოდ გადაწყდება,“ - განაცხადა დურსუნ ჰასანოვმა. 

დღის ამბები