19 აპრილი 2024,   18:00
ვრცლად
მოძალადე პოლიციელი დაკავებულია - 16 წლის მოზარდმა ის სამართალდამცავი ამოიცნო, ვინც აწამა და ხელი მოსტეხა

პოლიციელი, რომელმაც არასრულწლოვანზე იძალადა, დაკავებულია. საუბარია ბოლნისში 2 თვის წინ მომხდარ ფაქტზე.

მოზარდის მტკიცებით, ის ქურდობისთვის დააკავეს, რის შემდეგაც ის ათობით პოლიციელმა აწამა, სცემა და ხელი მოსტეხა. მოზარდს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

დღეს 16 წლის ბიჭმა ის პოლიციელი ამოიცნო, ვინც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც სკამიდან გადავარდა და ხელი მოიტეხა.

მოძალადე პოლიციელი ამოცნობისთანავე დააკავეს.

საქმეს პროკურატურა იძიებს.

ცნობილია, რომ მოზარდმა რამდენიმე დღის წინ პროკურატურას კიდევ სამ სამართალდამცველზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.  თუმცა, პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათ მიმართ გამოძიებას ჯერ საკმარისი მტკიცებულებები არა აქვს და შესაბამისად, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ დაიწყება.

მოზარდი ამ წუთებშიც გამოკითხვაზე იმყოფება. თითქმის 10 საათია, დაზარალებული, ადვოკატთან ერთად, საგამოძიებო უწყებაში ჩვენებას აძლევს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები